„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ „ხალხის პოლიტიკაში“ საკონსტიტუციო კომისიის შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმცირესობებს არ აქვთ ხელთ რეალური ბერკეტები და ამ ამპლუაში ისინი მხოლოდ ფიქციაა, დემოკრატიის ფასადის შესაქმნელად.
„შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც ოლიგარქიას ამტკიცებს რაღაც უვადო პერიოდით საქართველოში. ამიტომ, ჩემი აზრით, კეთილგონიერი, პროდასავლური, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ორიენტირებული ძალა უნდა გამოეყოს ამ კომისიას. ჩემი აზრით „ნაციონალური მოძრაობა“ მას დატოვებს, თუმცა მსჯელობა ამის შესახებ არ დამთავრებულა და სავარაუდოდ მომავავალში გვეცოდინება ამაზე პასუხი. ვინც დატოვა, მე ვიწონებ მათ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ესაა კონსტიტუციის არა გაუმჯობესებაზე, არამედ გაუარესებაზე მომართული ორგანო.“- განაცხადა ნიკა რურუამ.