პარლამენტის ადგილსამყოფელი არ შეიცვლება. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე ჯგუფმა ეს ჩანაწერი ამ ეტაპისთვის უცვლელად დატოვა.