„როცა დღეს მარგველაშვილი ლაპარაკობდა იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა, მას უნდა გახსენებოდა ის, თუ თვითონ როგორ აირჩიეს. როდესაც მან დებატებში გამოსვლაზეც უარი თქვა და როდესაც მან მისცა უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ დაესვა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მაშინ დაიწყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ნგრევა ამ ხელისუფლების მხრიდან. „- ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „რეაციის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი კარგი ადამიანია, ის არ ვარგა როგორც პრეზიდენტი.
მისი თქმით, აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას და მიუხედავად პრეზიდენტის შეკვეცილი უფლებამოსილებებისა, შესაძლებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.