„პრობლემა ისაა, რომ ვერ გამოვიდა პატრონის კომპლექსიდან“ – „რეაქციის“ ეთერში განაცხადა „ლეიბორისტული პატრიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესახებ საუბრისას. მისი თქმით, იგი არაა ადეკვატური გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ და მსგავსი აკადემიური სტილი ვერ დაეხმარება მოსახლეობას.
„მე არ ვარ აგრესიულად განწყობილი მარგველაშვილის მიმართ. მე უბრალოდ ვამბობ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი იმ მოდელში, რა მოდელიც არის დღეს და არ არის ეს პატარა ფუნქციების მქონე პირი. ყველაზე მაღლი თანამდებობის მქონე პირია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერ გამოვიდა პატრონის კომპლექსიდან. მას ისევ პატრონად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილი, ის მაინც ვალდებულია მასთან, ამიტომ ედავება ამ საპრეზიდენტო საკითხებზე მხოლოდ. „-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან წინა საპრეზიდენტო არჩევნებისას საკუთარ კანდიდატურასა და მარცხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცის თუ რისი შესაძლებლობები აქვს მას და ამიტომ დამარცხდა.
„მე ორჯერ ვიყარე კენჭი პრეზიდენტად, მაგრამ ზოგიერთი ამომრჩეველი არ ავიდა იმ დონეზე, რომ აღექვა რატომ ვიყარე კენჭი და რას გავუკეთებდი. შესაბამისად დაკარგა ქვეყანამ და არა მე. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი ამ ხალხს ეშველებოდა იმ გაგებით, რომ არც ამდენი სოციალური პრობლემები ექნებოდათ, არც ამდენი ყაჩაღები იქნებოდნენ, არც ამდენი ძარცვა-გლეჯვა იქნებოდა, პენსიებიც ექნებოდათ, სამხასურიც ექნებოდათ და არც ხეების თხრა არ იქნებოდა“- განაცხადა ნათელაშვილმა.