„შეგახსენებთ, რომ ხალხმა შევარდნაძე აირჩია, შემდეგ გადაირჩია, სააკაშვილი აირჩია და შემდეგ გადაირჩია, ივანიშვილი აირჩია და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ხალხის ძალა იმდენად ძლიერი არის, რომ ბუნებრივია, ივანიშვილსაც არჩევნების გზით ამ ქვეყნის მოსახლეობა გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა „რეაციის“ ეთერში. მან პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ისაუბრა რეალურ პრობლემებზე და არა ოპოზიციის სახელით. ხოლო მას, როგორც სამომავლო ოპოზიციის ლიდერს და გამაერთიანებელს, იგი ვერ ხედავს.