„პრეზიდენტი გვესაუბრებოდა ოპოზიციის ფლანგიდან“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში საუბრისას. მისი თქმით, პრეზიდენტი სიბიექტური იყო დღეს და მისი რიტორიკა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებებს გავდა. ხოლო მარგველაშვილის სურვილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა. ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს მომავალი არჩევნებისთვის ქულები დაიწეროს.
„ჩვენ არ ველოდით ქება-დიდებას და ხოტბის შესხმას, მაგრამ დღეს პრეზიდენტი გვესაუბრებოდა ოპოზიციის ფლანგიდან. სამწუხაროდ ის იყო დღეს მხარე და პრეზიდენტი არ საუბრობდა ყველას სახელით. ის საუბრობდა იმ ჯგუფის სახელით, რომელიც ხშირად ოპოზიციის მოსაზრებებს ახმოვანებს. კრიტიკაში არ არის პრობლემა, ჩვენ ძალიან ღირსეულად მივიღეთ ეს გამოწვევა, უბრალოდ ძალიან ზედაპირული და სამწუხაროდ არაობიექტური იყო მთელი რიგი შეფასებები.“- განაცხადა ეკა ბესელიამ