„ერთ რაღაცას გთხოვთ შემდეგისთვის ბატონო პრეზიდენტო, რომ იყოთ უფრო ჩვენი ქვეყნის საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული და ასეთი დღის წესრიგი შემოგვთავაზოთ და ნაკლებად იყოთ ორიენტირებული, რაც თქვენი ვალდებულება პირიქითაა, რადგან თქვენ უნდა იყოთ წარმოქმნის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისების განმუხტველი, სამწუხაროდ, ხშირად გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი,“- ასე მიმართა ფრაქცია ქართული ოცნებისწევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შეაფასა.
„ჩვენ ადრე უფრო განებივრებულები ვიყავით პრეზიდენტის მიერ უფრო ემოციური, პროზაული გამოსვლებით, მაგრამ ამას სამწუხაროდ მოკლებულები აღმოვჩნდით. დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა გარკვეული თვალსაზრით მაგონებდა 90-იანების დღის წესრიგს, სადაც წამყვანი საზოგადოებრივი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია... კი მართალია დიდია სოციალური უთანასწორობა, მაგრამ განვითრების გარეშე მისი აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო,“- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის წევრებსაც მიმართა.
„როდესაც ჩვენი ოპონენტების გამოსვლას ვისმენ ხოლმე, ვათვითცნობიერებ ჩვენი ეპოქის მანკიერებას,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ქართული ოცნების წარმომადგენელმა განათლების სისტემის და სოფლის განვითრების რეფორმების შესახებაც ისაუბრა.