ჩვენ საზოგადოებას, სურს რომ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში იცხოვროს, და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კვირიკაშვილისა და კალაძისგან - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ.
„ჩვენ არ გვყავს მთავრობა, ქვეყანაში მხოლოდ ერთპიროვნული, ოლიგარქული მმართველობაა, რომელიც აანდგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და მედიის დამორჩილებას ცდილობს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ერთ ადამიანს სურს ასე.
არავინ ფიქრობს იმაზე, რა სურს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს?! მათ უნდათ იცხოვრონ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კალაძისა და კვირიკაშვილისგან; მათ სურთ ჰქონდეთ სამსახური და არჩინონ ოჯახები; არ წაართვას სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება; აქ ცხოვრობენ დევნილები, რომლეთაც მხოლოდ ჭერი სურთ რომ ქუჩაში არ იყვნენ. ჩვენ საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით - ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ევრძოდეთ.
ის სურათი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი რეალობას არ ასახავს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის ჭრილში. თქვენი რაოდეობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. ამიტომ, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას”, - განაცხადა მელიამ.