საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილი მხარს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას უჭერს. ამის შესახებ გამოცემა The Independent იტყობინება. 1970 წლის კანონმდებლობით, უკანონო პრეპარატების მიღება საფრანგეთში ერთ წლამდე პატიმრობითა და 3750 ევროს ოდენობით ჯარიმით ისჯება. ჟაკ-ლიუკ მელანშონი და ბენუა ამონი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის გარდა მის ლეგალიზებასაც მოითხოვენ. კანონში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია ეროვნული ფრონტის ლიდერი. „ეს აბსოლუტურად სულელური იდეაა. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნარკოტიკების მოხმარება ავკრძალოთ,“-აცხადებს მარინ ლე პენი.