ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით რეიტინგებს და იმ დინამიკას, რაც ჩანს რეიტინგებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა.
როგოც მარგველაშვილმა აღნიშნა, რეიტინგებში განსაკუთრებით საინტერესო იყო პოზიცია, რომელიც გამოითქვა პრეზიდენტის წესის არჩევის შესახებ.
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო-სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს - ქართველ ხალხის ინტერესშია, შენარჩუნდეს ქვეყნის მეთაურის არჩევა. ასეთი ნათელი გზავნილი ბუნებრივია, უნდა იქნას გაზიარებული“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.