ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საწყობები გაქურდეს.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ ოთხი საწყობია გატეხილი.
მომხდარის შესახებ საწყობების მეპატრონეებმა დღეს, დილით შეიტყვეს.
მათი განცხადებით, ზარალი უმნიშვნელოა - დაკარგულია 50 ლარამდე თანხა და საკვები პროდუქტები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.