,,რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ სასჯელის გამოყენებისას, იმ გარმემოებებით იხელმძღვანელა, რომ რატი გაჩეჩილაძე დანაშაულს აღიარებს და წარსულში ნასამართლევი არაა. გაჩეჩილაძეს შეფარდებული ჯარიმიდან 100 ლარი, პატიმრობაში გატარებული პერიოდის სანაცვლოდ ჩამოაკლდა და საბოლოოდ მას 3 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ნიკა გვარამიას ფიზიკურად 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში რატი გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტი აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.