თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილები შეეჯახა.
დარტყმის შედეგად ერთ-ერთმა მანქანამ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.