მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს 10 საათზე განახლდება, - ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ,,იმედთან“ საუბარში განაცხადა. ადვოკატების ინფორმაციით, მამა გიორგი უკვე ორი დღეა მზად არის ჩვენების მისაცემად.
მიუხედავად იმისა, რომ გირგი მამალაძის ოჯახს სახელმწიფო დაცვა ორი დღის წინ დაუნიშნეს, ბრალდებულთან საქმის პროკურორები ე.წ. კრიტიკული კითხვების დასასმელად არ მისულან. მანამდე გამომძიებლები ამბობდნენ, რომ ბრალდებული სასულიერო პირი პროკურატურის კრიტიკულ შეკითხვებს მიზანმიმართულად არ პასუხობს.
ორი დღის წინ პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.