ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში საუბარია საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხებზე. მათ შორის ,,რუსთავი 2” ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე. ანგარიშშის ამ ნაწილის თარგმანს ,,რუსთავი 2“ ავრცელებს:
"ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატეს შეშფოთება მედია პლურალიზმის გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების, მათ შორის მისი წამყვანი სადგურის, რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობისთვის დამაზარალებელ მოვლენათა განვითარებას. შეშფოთებები შენარჩუნდა მთავრობის მხრიდან ჩარევის თაობაზე ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზო სადგურ რუსთავი 2-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ტელევიზიის მფლობელების შესახებ პროცესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე, რუსთავი 2 ირწმუნებოდა, რომ მთავრობა ჩართული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე. მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები ფართოდ იქნა მიჩნეული როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეხედულებებს ხშირად გამოხატავდა."
ამავე განყოფილების კიდევ ერთი ნაწილი, რომელშიც რუსთავი 2-ზეა საუბარი, ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გავლენებს მთავრობაზე და რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე:
"მედიადამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით”.