პუტინი არის ადამიანი ემოციების გარეშე, რომელიც ომს, როგორც თავის სამუშაოს, ისე უყურებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.
„ის ადამიანი არ არის ადამიანური გაგებით. ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს - ემოციების გარეშე, როგორც მკვლელი. ეს უბრალოდ სამსახურია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პუტინი ბევრს იტყუებოდა.
„რაშია პრობლემაა? ის, რომ მან ბევრი მოიტყუა... პუტინისთვის ეს ომი მისი ცხოვრებაა,“ - თქვა ზელენსკიმ.
ასევე ფილმში, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ.
ჯონსონის თქმით, საუბარი საშინელი ხასიათის იყო, პუტინის მხრიდან კი ამ საუბარს გარკვეული ნახევრად სატირული ტონი ჰქონდა.
„ეს იყო იმ საშინელი სატელეფონო ზარებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ოდნავ ნახევრად სატირული ელფერი დაჰკრავდა, სულ მცირე, მისი მხრიდან.
მან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით საშიში შენიშვნა გააკეთა, დაახლოებით ასეთი: „არ მინდა შენ წინაღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება, ბორის“. ის ამბობდა, რომ შეჭრას გამორიცხავდა - შეჭრა არ იქნება, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ჯონსონმა.