საფრანგეთიოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2017 წელთან შედარებით, როცა მან თანამდებობა დაიკავა, იგი წლიურ თავდაცვის ბიუჯეტს დაგეგმილი 2029 წლის მაგივრად 2027 წლისთვის გააორმაგებს, რითაც საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 64 მილიარდი ევრო ($75 მილიარდი) გახდება. ამისთვის მომდევნო წელს ბიუჯეტის დამატებით 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდა იქნება, იმის შემდეგ წელს კი - 3.2 მილიარდი ევროთი. ამის შესახებ მან ქვეყნის სამხედრო ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სახით ევროპის წინაშე არსებულ "მუდმივ" საფრთხეს, რომელთან გამკლავებაცაა საჭირო.
"ევროპის საზღვრებთან, კავკასიიდან არქტიკამდე, მუდმივი რუსული საფრთხე არსებობს - მომზადებული, ორგანიზებული, უცვლელი საფრთხე, რომელთან გამკლავებაც უნდა შევძლოთ." - თქვა მან.
"თავისუფლება ასე საფრთხეში 1945 წლის შემდეგ არ ყოფილა და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა არასდროს ყოფილა ამდენად დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ. "მარტივად რომ ვთქვათ: იმისთვის, რომ თავისუფალი იყო ამ სამყაროში, შენი უნდა ეშინოდეთ, და ამისთვის საჭიროა, ძლიერი იყო."
მისი განცხადებით, საფრანგეთს შეეძლო გამოენახა საშუალება სამხედრო ხარჯების გასაზრდელად და ამავდროულად ეროვნული ვალის შესამცირებლად.