გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების საქმე გაიყო. საქალაქო სასამართლოში დღეს ბორის ჩაგუნავას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ადვოკატმა მოსამართლეს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ჩაგუნავას გამოძიება იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, დავით ხეჩუაშვილს კი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას. ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა, თარგამაძის მანქანაში აფეთქებასთან კავშირს გამორიცხავს.
დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა, 2016 წლის 4 ოქტომბერს, მანქანის აფეთქების გზით სცადეს, რის შედეგადაც დაშავდნენ გამვლელები. დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.