მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტები დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან განიხილა.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადმოეგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სასამართლო რეფორმის რამდენიმე მნიშვნელოვან სერიოზულ ცვლილებას შეიცავს, ამიტომ პრეზიდენტისათვის საინტერესოა პროფესიული ჯგუფების აზრი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრეზიდენტი დიდ დიდ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო რეფორმაზე და მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე, ამიტომ ვხვდებით რამდენიმე პროფესიული წრის წარმომადგენლებს, მათ შორის ადვოკატებს, იმისათვის რომ გავიგოთ მათი მოსაზრებები ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ანუ რა გავლენას იქონიებს ეს რეფორმა ადვოკატებზე, სასამართლო სისტემაზე და შესაბამისად, მხედველობაში მივიღოთ ადვოკატთა კორპუსის მოსაზრებები“ , - განაცხადა ანა დოლიძემ.