თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე კი, დავით დევნოზაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე რამდენიმე დღის წინ გახსნა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით - ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.