სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახუროს უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში დაჯარიმებულია პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ 7 პირი, ჯამური სანქციის 187000 ლარის ოდენობით, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთი შემომწირველი 183 ათას 200 ლარის ოდენობით,. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირე 8000 ლარის ოდენობით.
მისივე თქმით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი სამი პირის საქმეს სასამართლო სწავლობს. ასვე სამი საქმე, მათ შორის ლევან ვარშლომიძის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი ბინების გადაცემის ამბავი, ასევე მარნეულში ეტლის გადაცემის და ოქრუაშვილის მიერ საკვების დარიგების ფაქტს პროკურატურა სწავლობს. ონფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.