ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვარში მანქანა გადავარდა . ,,რუსტავი 2“ - ის ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Mitsubishi-ის მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა. დარტყმის შედეგად პაჯერომ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა მანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.