თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გაგრძელდება. მხარეები დასკვნით ეტაპზე გადადიან. ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და სასამართლოს მიმართავს, რომ ყურადღება იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე გაამახვილოს, რის საფუძველზეც დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. ადვოკატ ლევან სამუშიას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის იმედი აქვს.