თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გუშინ ღამით მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები უცნობია.