მკვლელობა მოხდა თბილისში. საბურთალოზე, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ცხედარი ჩანთაში დანაწევრებული იყო. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა და პირი, რომლის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინიტროში დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.