სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილი პირია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2013 წელს გერმანიაში მომხდარ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას.
გერმანული პრესის ინფორმაციით, სამი წლის წინ ორმა ქართველმა მოხუცებულ ქალბატონს ჭრილობები მიაყენა და სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღო. ამ საქმეზე ერთ-ერთი ქართველი გერმანიაში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვეში დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.