საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობა არ იყო ფართომასშტაბიანი, თუმცა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
NDI საქართველოს საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.
"მომავალი არჩევნებისთვის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად კანონის დამრღვევი პირები უნდა დაისაჯონ და გასამართლდნენ პროპორციულად, თანმიმდევრულად და მოკლე ვადებში.
ცესკო-მ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიერონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოების შესახებ. პოლიცია უნდა იყოს მზად, რომ დროულად მივიდეს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ადგილებში და სიტუაციების დროს, რათა მომავალი არჩევნების დროს დაძაბულობა შეამციროს.
არჩევნების დღეს პოლიციის მხრიდან ნელი ან არაადეკვატური რეაგირების შესახებ საჩივრები უნდა იყოს გაანალიზებული მომავალში მათი მხრიდან რეაგირების გაუმჯობესების მიზნით.
უნდა მოხდეს ისეთი ზომების მიღება, რომელიც, ერთის მხრივ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანების შეკრების თავისუფლებას დაიცავს და, მეორეს მხრივ, დაშინებისა და პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანს.
პარტიებმა უნდა შეიმუშაონ შიდა ანგარიშვალდებულების მექანიზმები და სანქციები იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობისა და დაშინების შემთხვევებში.
პარტიებმა სამომავლოდ კანდიდატებისა და აქტივისტებისთვის მრავალპარტიული ქცევის კოდექსები უნდა შეიმუშაონ.
სანდო დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, ღიად დააფიქსირონ თავიანთი მიგნებები, დაცული უნდა იყოს", - აღნიშნულია რეკომენდაციებში.
NDI რამდენიმე ინციდენტზე ამახვილებს ყურადღებას - 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრის მანქანის აფეთქება; 2 ოქტომბერს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ღონისძიებაზე სროლა, რომლის დროსაც კანდიდატის გუნდის ორი წევრი დაშავდა; 1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი დაპირისპირება, სადაც "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაშავდნენ. წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის (უწყებათაშორისი კომისია)1 ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ცემის 26 შემთხვევას პროკურატურა იძიებს. 8 ოქტომბერს, ზუგდიდის ორ და მარნეულის ერთ უბანზე დათვლის პროცესი შეფერხდა ან შეწყდა გარეთ მყოფი აქტივისტების გამო, რომლებიც საარჩევნო უბნებზე შეიჭრნენ, დააზიანეს საარჩევნო ყუთები და კერძო საკუთრება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო დამკვირვებლებს. ზოგ საარჩევნო უბანზე შეტაკებების მიზეზი კი ნაწილობრივ ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავი შედეგების გამოქვეყნება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 9-27 ოქტომბრის პერიოდში ფიზიკური ძალადობის ორი შემთხვევა გამოვლინდა.2 მეორე ტურის დღეს (30 ოქტომბერი) გორში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სერიოზულად დაშავდა. გავრცელებული ინფომრაციით, მარნეულში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არის საარჩევნო კოდექსით შექმნილი მექანიზმი საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო ძალადობის თავიდან აცილებისა და მასზე რეაგირებისთვის. უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საჩივრებს სხვა საარჩევნო დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობა და დაშინება. მეორე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, “2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში” 28 ოქტომბერი, 2016. მესამე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, “გახშირებული საარჩევნო დარღვევები ISFED-ის მეოთხე შუალედურ ანგარიშში” 3 ოქტომბერი, 2016; “ზეწოლა-მუქარის და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტები ISFED-ის მესამე ანგარიშში” 9 სექტემბერი, 2016; “ამომრჩეველთა მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები ISFED-ის II ანგარიშში” 23 აგვისტო, 2016; და “ზეწოლა-მუქარის, ძალადობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები ISFED-ის I შუალედურ ანგარიშში “ 25 ივლისი, 2016. "სამართლიანმა არჩევნებმა" ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად მოტივირებული დაშინების 28 ფაქტზე და ასევე 8 ინციდენტზე, რომელიც პირველსა და მეორე ტურს შორის მოხდა.3 დამატებით, პოლიტიკოსებზე, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა საჯარო ფიგურებზე უკანონოდ მოპოვებულმა ჩანაწერებმა კანდიდატებისთვის მტრული წინასაარჩევნო გარემო შექმნა.4 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „თავისი აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაშინების 50-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. სადამკვირვებლო ჯგუფების, მათ შორის საია-ს ინფორმაციით, საჯარო მოხელეებმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმის მიცემის სპეციალური ფორმით დაფიქსირების ინსტრუქცია მიიღეს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ამომრჩევლების აღწერა მომხდარიყო. „ქართული ოცნება“ ამ ბრლადებას უარყოფს", - აღნიშნულია ანგარიშში.
NDI-ის წარმომადგენლების, ასევე საერთაშორისო გამჭირვალობისა და საიას დამკვირვებლების ინფორმაციით და დაკვირვებით, კონკურენტულ ოლქებში ბევრი საარჩევნო უბნის წინ პარტიის კოორდინატორებისა და სხვა პირების კონცენტრაცია შეინიშნებოდა, რაც ზოგიერთი ამომრჩევლისთვის დამაშინებელ გარემოს ქმნიდა5. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ზეწოლის ფართომასშტაბიან, თუმცა დაუდასტურებელ შემთხვევებს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა, და ზოგი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე ახორციელებდნენ. 6. ამასთან ერთად, წინასაარჩევო პერიოდის განმავლობაში, დამკვირვებლებმა მოისმინეს უამრავი საჩივარი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისთვის სამსახურიდან გათავისუფლებისა და სოციალური დახმარების ჩამორთმევის მუქარის შესახებ. თუმცა ამ შემთხვევების დასაბუთება რთულია“, - აღნიშნულია ანგარიშში.