რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში ლეონიძის ქუჩაზე გადაადგილდებიან, ისინი წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი"; "საქართველო გამოდი".
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ისინი აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.