დაკავებულია “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი.
პროკურატურამ მედიას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, თუმცა 2025 წლის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ის არც მაჟორიტარად წარადგინა და აღარც პარტიულ სიაში შეიყვანა.