მკვლელობა მოხდა ქუთაისში. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა მამაკაცმა შვიდჯერ ესროლა.
,,ცელოფანით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა ესროლა და ის ადგილზევე გარდაიცვალა", - აცხადებენ თვითმხილველები.