ე.წ. კანონიერ ქურდს, დავით გერლიანს 50 დღიანი წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში მხარეებმა შუამდგომლობები წარადგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 ათას ლარიან გირაოს.
დავით გერლიანმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის პოლიტიკური თამაშების მსხვერპლია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გერლიანმა განაცხადა, რომ ის არის თავისუფალი მხატვარი.
გერლიანმა პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მისი დეპორტაცია საქართველოში არ მომხდარა, ის ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან გაიტაცეს, თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში გამოგზავნეს.