საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე „ვარდების მოედნისთვის“ ძველი სახელის -„რესპუბლიკის მოედის“ დაბრუნებას ითხოვს. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივაზე დღეს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს .
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით, თედო კობახიძემ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიმართა.
როგორც საკრებულოში აცხადებენ. კომისიის სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.