აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტი აღმოსავლეთ ევროპის გაზმომარაგების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირიში გაზმომარაგების კუითხით ორი სეგმენტია - დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც კარგად არიან დივესრიფიცირებული გაზის მიწოდების მხირვ და გაზს სხვადასხვა არხებიდან იღებენ; ასევე არიან აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად რუსული გაზით მარაგდებიან.
"ასეთია რუმინეთი, ბულგარეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, ისინი ტრადიციულად რუსული "გაზპრომის" მიერ მარაგდებიან. AGRI-ს პროექტის განხორციელების შედეგად კი, საქართველოს გავლით რუმინეთიდან პირდაპირ შევა ევროპაში აზერბაიჯანული გაზი და ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგების მხრივ დივესრიფიცირების საშუალებას მისცემს"- , - განაცხადა ექსპერტმა.
რავ შეეხება საქართველოს როლს აღნიშნული პროექტში, ჯერვალიძის შეფასებით, საქართველო აქ მთავარი სატრანზიტო სეგმენტია "ნაბუქოს" პროექტისგან განსხვავებით, სადაც მთავარი სეგმენტი თურქეთია.
"ეს შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას, მეტი ნაკადი გავა, ვინაიდან ეს იქნება დამატებითი პროექტი გარდა ამისა, რაც უკვე არის. არსებობს სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქეთში შედის. AGRI კი, საქართველოს შიდა ინფასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია, რადგან საქართველოში იქნება აზერბაჯანიდან შემომავალი გაზსადენი და ტერმინალი შავ ზღავაზე", - განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.
"გათხევადებული გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელი" ბუქარესტში 13 აპრილს მოეწერა. იგი საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტის ფარგლებში ბუქარესტში დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში ერთობლივი კომპანია დაფუძნდება, რომელშიც საქართველოს, აზერბაიაჯანსა და რუმინეთს ერთნაირი ოდენობის წილი ექნებათ. კომპანია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებს, ხოლო შემდეგ კი, მისი განხორციელებისთვის თანხებს მოიძიებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5-6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.