„ლელო“ ყოველთვის უფრო იხრებოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ, მართალია, ამას დღემდე მკაფიოდ არ ამბობდნენ, თუმცა ჩანდა მათი პარტიული აქტიურობა რეგიონებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ დღეს უკვე არჩევნებში მონაწილეობაზე ღიად აცხადებს გიორგი გახარიას პარტიის მსგავსად.
„დღეს ყველაფერს ღიად აცხადებენ გახარიებთან ერთად და კიდევ „გირჩი“ იღებს მონაწილეობას, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, თვითმმართველობის არჩევნებში. აქ არის ერთი მარტივი მოცემულობა, ის გეგმა რომელიც 2024 წლისთვის არსებობდა და იყო მცდელობა, გაემიჯნათ ერთმანეთისგან „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი მემკვიდრე და თანაზიარი პარტიები, იგივე გეგმით მუშაობა გრძელდება. ისევ ცდილობენ, საზოგადიება მოატყუონ და უთხრან, რომ ეს პარტიები, „ლელო“, გახარიები, არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოიპოვონ იმ ადამიანების ნდობა, რომლებიც ხელისფლების მხარდამჭერები არიან. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, ინდენად დიდი ტყუილია, რომ როგორც არ იმუშავა 2024 წელს, ისე არ იმუშავებს დღეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.