სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
მიზეზად დასახელებულია არამეგობრული, დეზინფორმაციული თავდასხმები ერევანზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან.
"გამოხატული იქნა მკაცრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მასმედიაში ღიად არამეგობრული, ხშირად კი მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად ღვივდება ზოგიერთი ოფიციალური პირის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, პრესისა და ექსპერტული წრის წარმომადგენლების განცხადებებით" - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.
ასევე, საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები სომხეთისა და რუსეთს შორის ბოლო დროს მაღალი დონით განხორციელებული ვიზიტების დადებით შედეგებს ძირს უთხრის.