საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის პრეტენზიებს, მოშიმშილეების მონახულებასთან დაკავშირებით, არასერიოზულად მიიჩნებს. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიდის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, თუკი ამის საჭიროებას ხედავს.
„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყო. იმ მოშიმშილეებთან, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე საუბრობენ. ის, რომ პრეზიდენტი მიდის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, თუკი ამის საჭიროებას ხედავს და რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, დღეს ამის მტკიცება არ გვჭირდება. დანარჩენი შეკითხვები არ არის რელევანტური, რომ ახლა ამ შეკითხვებზე დავიწყოთ პასუხების გაცემა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, ეს შეკითხვები ამტკიცებს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ კანონმდებლობაში, თუნდაც საარჩევნო თვალსაზრისით ბევრი რამ შესაცვლელი იყოს და როგორც ჩიხრაძე ამბობს, უახლოეს ხანებში დიალოგის დაწყებაა საჭირო, რისთვისაც პრეზიდენტი მზად არის.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ სახელმწიფო კანცელარიასთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მოშიმშილე ლიდერი ირმა ინაშვილი და სხვა წევრები მოინახულა, რომლებიც საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
აღნიშნულ ფაქტს, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქში“ ვრცელი პოსტით გამოეხმაურა : „თავიდანვე ვაზუსტებ ვინაიდან ქვეყანაში არ ვარ და ბოლო 14 საათი თვითმფრინავში გავატარე ჩემი ინფოს ერთაერთი წყარო ინტერპრესია. ამიტომ რასაც დავწერ თუ ამაზეც ისაუბრა ქალბატონმა ფიქრიამ ბოდიშს ვიხდი წინასწარ.
მისი დღევანდელი თანამდებობა ვალდებულებას მაკისრებს გამოვეხმაურო.
ადმინისტრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდია ამხელა ადამიანი სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხიანოს.
1. ან სოლიდარულია,
2. ან უბრალოდ ჰუმანისტია,
3. ან საქმეში გარკვევა უნდა.
თუ მხოლოდ მეორეა ამ ნაწილში ვეთანხმები და ბატონ ლევან თედიაშვილს რომ არ უნდა ისცე მსგავსი სოლიდარობის უფლევა ვისაც მხარს უჭერს პირველ რიგში მისი პაუხისმგებლობაა, მაგრამ ამასობაში გაუგებარია თუ ამიტომ მიხვედი რომ სასწრაფოს მანქანა და არ არის შეიმსილობა სწორი მესიჯი გაქვს რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი რაც მოვისმინეთ;
თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია ესეც გასაგებია, მაგრამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი რომ არჩევნები გაყალბდა, ისიც თქვი ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად მზად იყავი მისთვის რომ პასუხი გასცე კითხვებს რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვა დასაბუთება/დადასტურებას;
ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახდია ა.შ ამაზე ადრეც ვამბობდით აღარ არის საინტერესო თუ ვერ ბედავ სადაც მიხვედი და რასაც ითხოვენ იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას.
ხოდა კონკრეტული კითხვები მაქვს ქალბატონ ფიქრიასთან, როგორც თავდაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან
1. რა ინფორმაცია აქვს მუხროვანის შესახებ და რა წყაროებიდან; ჩენთან არ მოუმართავს კითხვით
2. მოხდა თუ არა მუხროვანში ამ არჩევნებისთვის ხელოვნურად სამხედროების რიცხვის გაზრდა; კი თუ არა, რამდენით გაიზარა / შემცირდა ხელოვნურად?
3. უნდა ჩამოგვერთვა თუ არა ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული ხმის უფლება 31 ოქტომბერს მხოლოდ იმიტომ რომ ფორმა აცვიათ? პასუხი რომ კანონი შესაცვლელია აწ არ მიიღება, 31/10 - ს ეხება კითხვა
4. ვინ ქმნის საარჩევნო უბანს? მონაწილეობს თუ არა უბნის შექნმის პროცესში თავდაცვის სამინისტრო?
5. რას ნიშნავს სპეცუბანი? მონაწილეობს თუ არა სპეცუბანზე საარჩევნო პროცესში ყველა სუბიექტის წარმომადგენელი? მონაწილეობდა თუ არა 31/10?
6. არის თუ არა საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეტევა, ფანჯრების მტვრევა, ოქმების, ყუთის გამოტანისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევა? არჩევნებისთვის ხელის შეშლა?
კიდევ 10 კითხვა მაქვს მაგრამ ჯერ ამაზე პასუხს დაველოდები.
სანამ ქალბატონი ფიქრია და არა მარტო ის, მთავარ კითხვაზე არ გასცემენ პასუხს გაყალბდა თუ არა არჩევნები საგარეჯოში, ყველა გოდება რომ რაღაც გასასწორებელია უბრალოდ ახირების ნაწილია“.