თეგეტა მოტორსი მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს! მხოლოდ კომპანიის ცენტრალურ ფილიალში, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის ამორტიზატორების მდგომარეობა და სიმძლავრე უახლესი დანადგარის, შოკ-ტესტერის საშუალებით, სრულიად უფასოდ. შოკ-ტესტერი წარმოადგენს აპარატს, რომელიც ვიბრაციის საშუალებით ავტომობილის დაკიდებაზე შექმნილი დატვირთვის იმიტაციას ქმნის და პროცენტული მაჩენებლით ზომავს ამორტიზაციის საერთო მდგომარეობას. ორივე ღერძის შემოწმებას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის კომფორტული, უსაფრთხო და საიმედო მართვისთვის მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი ამორტიზატორი. „თეგეტა მოტორსში“ ამორტიზატორებზე 20%-იანი ფასდაკლება გრძელდება! აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა სერვის ცენტრში საქართველოს მასშტაბით და ძალაშია 2015 წლის 1 აგვისტომდე.
ფასდაკლება ვრცელდება ისეთ ცნობილ ბრენდებზე, როგორიცაა: SACHS (ზაქსი), KYB (კაიაბა), TOKICO (ტოკიკო), BILSTEIN (ბილშტეინი) და ორიგინალი ამორტიზატორები. აქციის ფარგლებში მომხმარებელი დამატებით მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას ამორტიზატორების შეცვლის სერვისზე. აქციის დროს ასევე მოქმედებს 0%-იანი განვადება და 1 წლიანი გარანტია.