10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ხელშეკრულებას “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია INDRA SISTEMAS S.A.”-ს წარმომადგენელმა ანტონიო დელგადომ მოაწერეს ხელი.
შპს “საქაერონავიგაციის” მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემაევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს. ახალისისტემის ღირებულება 15 მილიონი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგსგაუწევსთანამშრომლების გადამზადების პროცესს.
„საქართველო 2014 წელს გაწევრიანდა ევროკონტროლში, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სანავიგაციო სისტემები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას ესპანურ კომპანიასთან, რომელიც დაამონტაჟებს სრულიად ახალ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სანავიგაციო სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო და სრულ შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოს სატრანზიტო სივრცე გახდეს უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო. საქართველო ყოველდღიურად ახორციელებს ოთხასზე მეტ ავიაგადაფრენას და საერთაშორისო პროგნოზებით, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება მინიმუმ 6 პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემები უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ მოვემსახუროთ მგზავრთა უფრო დიდ ნაკადს, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სელშეკრულების ხელმოწერა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციაში” აცხადებენ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლასითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას.ახალი სისტემების დამონტაჟება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობაექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტურს და კომფორტულს გახდის.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში “INDRA” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ამ მიმართულებით მის პროდუქციას მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. “INDRA”- ს საავიაციო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიურ სანავიგაციო სისტემებს ქმნის. “INDRA”- ს ირჩევენ ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც კომპანია საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.