10 ივნისს, 10:00 საათზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე ბიზნესმენები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობიან.
ასევე შედგება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია.