საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში პარსაკევს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ფონდმა ამ წლის მაისში გამოუშვა.
სსფ-ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ეკონომისტები.
პრეზენტაცია 11.00 საათზე დაიწყება და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.