10 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 11.00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტურიზმის ეროვნული სტრატეგია მსოფლიო ბანკისა და კომპანია „Solimar International”-ის დახმარებით იქნა შემუშავებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამართულ ფართო საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს