ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს.
აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპრპოექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.
"ამ შემთხვევაში კი, ჩვენ არა თუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.