ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტეტი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდია. აღნიშნულ დასკვნამდე კონსალტინგური კომპანია Brand Finance-ის მკვლევარები მივიდნენ.
ბრენდ ”მანჩესტერ იუნაიტეტის” ბრენდის ღირებულება 1,2 მლრდ დოლარად ფასდება.
მეორე ადგილზე კი მიუნხენის ”ბავარიაა”, რომელიც 933 მლნ დოლარადა შეფასებული, მესამე პოზიციაზე კი მადრიდის ”რეალია”, რომლის ფასიც 873 მლნ დოლარია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილეები ”ბარსელონა” (773 მლნ დოლარი) და ”იუვენტუსი” (360 მლნ დოლარი) რეიტინგში მეექვსე და მეთერთმეტე პოზიციაზე განთავსდნენ.
რეიტინგში დიდ წარმომადგენლობითა წარმოდგენილი ინგლისის პრემიერ ლიგა, საიდანაც რეიტინგში 18 კლუბია წარმოდგენილი. რეიტინგში ასევე შედის 9 გერმანული და 7 იტალიური კლუბი.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოხვედრილი კლუბებიდან მხოლოდ ორი არაა ევროპული, ესენია ბრაზილიური ”სან-პაულო” და ”კორინტიასი”.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Brand Finance-მა წლის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად ”ბავარია” დაასახელა. 2014 წლის რეიტინგში ”მანჩესტერ იუნაიტეტი” მესამე პოზიციაზე იყო.