2015 წლის 17 ივნისიდან, საქართველო წყვეტს ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას და ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საქართველო უკვე მეორე წელია ემზადება. იმისთვის რომ ტელევიზორმა ციფრული სიგნალი მიიღოს საჭიროა მას გააჩნდეს ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა, რომელსაც „სეტ ტოპ ბოქსი“ ეწოდება. რაც მთავარია, იმისთვის რომ ციფრული მაუწყებლობა მიიღოთ, არ არის აუცილებელი ტელევიზორის შეცვლა.
როგორც "ელიტ ელექტრონიქსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს ციფრული მაუწყებლობის მიმღები მოწყობილობა ეგრეთწოდებული „სეტ ტოფ ბოქსი“ შეიძინონ. სამწუხაროდ გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკის მაღაზიებიდან მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი აღნიშნული „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენა და მისი ღირებულება შეადგენს 59 ლარს, რომელიც შესაბამისია ციფრული მაუწყებლობის სტანდარტებთან და ასევე უზრუნველყოფილია ქართულ ენოვანი ინსტუქციით
"ტექნიკის ზოგიერთი მაღაზია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აუცილებელია შეცვალოს ძველი ტელევიზორი ახალი ციფრული მიმღების მხარდაჭერი ტელევიზორით, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 900 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან „სეტ ტოპ ბოქსი“ გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მაღალხარისხიანი, ციფრული მაუწყებლობა ნებისმიერ ტელევიზორში", აცხადებენ ელიტ ელექტრონიქსში.