9 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ TIFLIS PAlACE“-ში (ქ. თბილისი, გორგასლის N3), გაიხსნება კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი.“
კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრებიან.
ღონისძიების წლევანდელი თემა ფოკუსირდება იმაზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს აკრედიტაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მხარდაჭერად. კონფერენცია ეძღვნება აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს, რომელიც IAF (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) და ILAC (ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობა) ეგიდით, აკრედიტაციის მნიშვნელობის და ცნობადობის გაზრდის მიზნით აღინიშნება.