ბოლო პერიოდში Apple-მა საკუთარი პროდუქციის iPhone ეკრანის ზომა გაზარდა, რაც მომხმარებელთა ნაწილისათვის მიუღებელი და მოუხერხებელი აღმოჩნდა.
გამოცემა Economic Daily News-ის (EDN) ინფორმაციით, ტაივანურ კომპანია AU Optronics-ს, რომელიც iPhone-თვის ეკრანს აწარმოებს, Apple-მა 4-დიუმიანი ეკრანების წარმოება დაუკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, 4 დიუამინი ეკრანი უკვე iPhone 7c-ს ექნება, რომელიც გაყიდვაში iPhone 7-თან ერთად ჩაეშვება.