ყაზახეთის ავიაკომპანია “Bek Air”-ი უკვე საქართველოს ბაზარზეა. ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ჩარტერული ავიარეისი უკვე შეასრულა, რომლითაც აქტაუდან და ატირაუდან საქართველოში ყაზახი ტურისტები ჩამოიყვანა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, “Bek Air”-ი ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქებიდან - აქტაუ და ატირაუ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ხოლო ფრენები მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნული რეისები მთლიანად ორიენტირებული იქნება ყაზახეთიდან ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე. საქართველოში მიმღები მხარე იქნება კურორტი საირმე.