იანვარ-მაისის აჭარის 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 24 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მაისის მდგომარეობით ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 55 მლნ 397 ათასი 200 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 70 მლნ 832 ათას 300 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 123,8 %-ით შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს, 5 თვის მონაცემებით, ის 21 %-იანი გადაჭარბებითა შესრულებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-მაისის გეგმა 51 მლნ ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 63 მლნ 234 ათას 400 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 1-ელი ივნისის მდგომარეობით გეგმა 121,4 %-ითა შესრულებული.
რაც შეეხაბა აჭარის მუნიციპალური და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას, მდგომარეობა ასეთია: ბათუმის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გეგმა იანვარ-მაისი მდგომარეობით 135,2-ითაა შესრულდა, ქობულეთის მუნიციპალური ერთეულის ბიუჯეტი - 129,5 %-ით, შუახევის ბიუჯეტი - 173,3 %-ით, ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი - 472,6 %-ით. იანვარ-მაისი მონაცემებით, გარღვევა დაფიქსირდა ხელვაჩაურისა (91,7%) და ქედას (51,9 %) მუნიციპალურ ბიუჯეტებში.