Apple-ის ახალი ქმნილების - iPhone-ს გაყიდვის თარიღი ცნობილია. როგორც უცხოური მედია წერს, ახალი iPhone-ს რეალიზაცია ოპერატორ Vodafone-ს მეშვეობით, 25 სექტემბრიდან დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია კი Apple-ის ელექტრონულ წერილშია გაჟღერებული, რომელიც პრესას ხელთ ჩაუვარდა. როგორც ირკვევა ”ჩაკბეჩილი ვაშლი” ოპერატორს ურჩევს, რომ ახალ მოდელზე შეკვეთები 18 სექტემბრამდე გააკეთოს.
უცხოური მედია წერს, რომ ახალი iPhone-ს სახელი iPhone 7 იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, სექტემბერში ბაზარზე ერთდროულად iPhone 7-ის 3 მოდელი გამოჩნდება.