,,თავისუფალი დემოკრატები“ ეკონომიკური ხედვის პრეზენტაციას გამართავენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება დოკუმენტი, რაც მომავალში ოპოზიციური პარტიის საარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი საფუძველი გახდება.
,,ეს იქნება სერიოზული შეთავაზება ჩვენი საზოგადოებისა და ბიზნესისათვის. ჩვენს ეკონომიკურ ხედვაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეკონომიკურ ზრდას, რის გარეშე ვერც კარგი თავდაცვა გვექნება, ვერც განათლება და ა. შ. ჩვენი ეკონომიკური ხედვის ერთ–ერთი სეგმენტია რეინვესტირების შემთხვევაში მოგებისგან განთავისუფლება. კიდევ ბევრი შეთავაზება და ინიციატივა გვაქვს, რომელსაც 11 ივნისს წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას“ – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური ხედვის“ პრეზენტაცია 11 ივნისს, 15.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.